ახალი ამბები
აშშ და ნატო მზად არიან უპასუხონ რუსეთს ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში - ბაიდენი
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, შეერთებული შტატების პასუხი პროპორციული იქნება.

ამის შესახებ ბაიდენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენ ვუპასუხებთ, თუკი ის (პუტინი) გამოიყენებს ქიმიურ იარაღს",
- თქვა ბაიდენმა. მისი თქმით, ნატო ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა და ეს არის იმის საპირისპირო, რასაც პუტინი ელოდა.

ბრიუსელში შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი გააძლიერებს ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვის სისტემებს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ასეთი იარაღის გამოყენების საფრთხის ფონზე.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. ოკუპანტი ჯარი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

Print