ახალი ამბები
„მიგრაციის სახლი“ ოთხ სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა
FaceBook
აღნიშნული თანხა მოგროვდა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან სახელწოდებით "დაეხმარე მას, ვისაც შენზე მეტად უჭირს'. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მიგრაციის სახლი“ საქველმოქმედო აქცია გამართა და 4 სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა. ორგანიზაციის წევრები ოჯახში ესტუმრნენ და წინასაახალწლოდ  თანხა და ტკბილეული გადასცეს ჯამაძეების ხუთშვილიან ოჯახს, სოციალურად დაუცველ ალბერტან ჩხაიძეს, ჯიმშელეიშვილების ხუთშვილიან ოჯახს წყალტუბოში და ვანის რაიონის სოფ. სულორში ხაჭაპურიძეების ოჯახს. სადაც ათი დღის წინ 23 წლის მარინა ხაჭაპურიძე გარდაიცვალა. ახალგაზრდა დედას ერთი წლის გოგონა და 12 დღის ჩვილი დარჩა.
400 ლარი და ჰიგიენური საფენები ორგანიზაციის მიერ პატარების ოჯახს გადაეცა.
აღნიშნული თანხა მოგროვდა გამოფენა-გაყიდვიდან სახელწოდებით  "დაეხმარე მას, ვისაც შენზე მეტად უჭირს', რომელიც ქალაქის ცენტრალურ ბაღში გაიმართა.
აქციაზე გასაყიდად გამოტანილი იყო წიგნები, რომლებიც ორგანიზაციას მოქალაქეებმა მიაწოდეს, ასევე პოეტმა პაატა შამუგიამ, გამომცემლობა "არტანუჯმა" და "ინტელექტმა" და ა.შ. 
(ფოტო: გივი ავალიანი)

Print