ახალი ამბები
უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთისგან ენერგორესურსები რუბლში არ იყიდონ
FaceBook
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწდებს ევროკავშირის ქვეყნებს, არ გადაუხადონ რუსეთს ენერგორესურსების სანაცვლოდ რუბლი.

მისი თქმით, ამით ისინი დაეხმარებიან უკრაინას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს შეუწყობენ რუსეთს უკრაინელების მოკვლაში.

"თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა დაემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნებს, გადაიხადოს ნავთობისა და გაზის საფასური რუბლით, ეს იქნება რუსების დახმარება უკრაინელების მოკვლაში. მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, გააკეთონ გონივრული და პასუხისმგებლიანი არჩევანი"
, - წერს კულება ტვიტერზე.

23 მარტს, მთავრობის საგანგებო სხდომაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებისგან ენერგორესურსებზე საექსპორტო შემოსავალს მხოლოდ რუბლში მიიღებს.

"იმ ვალუტებში, რომლებმაც საკუთარი თავის კომპრომეტირება მოახდინეს, გადახდა აღარ მოხდება. რუსეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას იმ ფასებითა და მოცულობით, რაც კონტრაქტებშია, რადგან ჩვენ ძალზედ ვუფრთხილდებით ჩვენს რეპუტაციას და გვინდა ვიყოთ სანდო პარტნიორები. ცვლილება შეეხება მხოლოდ სავალუტო გადახდის წესს, რომელიც მოხდება რუბლში", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ეროვნულსა და ცენტრალურ ბანკებს ცვლილებაზე მუშაობისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა.

რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა მკაცრი ფინანსური სანქციები დაუწესეს.
Print