ახალი ამბები
ქუთაისში სოლიდარობის აქცია, სიმბოლურად, უკრაინელი პოეტის სახელობის ქუჩაზე გაიმართა
FaceBook
ქუთაისში, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა უკრაინელ ხალხს, რომლებიც უკვე ერთი თვეა რუს ოკუპანტებთან ომში არიან, სოლიდარობა გამოუცხადეს. აქცია სიმბოლურად ლესია უკრაინკას ქუჩაზე გაიმართა.

"გვინდა ჩვენი გვერდით დგომა დავანახოთ უკრაინელ ხალხს და გამარჯვება ვუსურვოთ. ეს ომის არ არის მხოლოდ უკრაინელების და ვხედავთ, რომ ისინი ამ ერთი თვის განმავლობაში გმირულად იბრძვიან, ამიტომაც გვინდა კიდევ ერთხელ გამოხატოთ ჩვენი სოლიდარობა და პატივისცემა უკრაინელების მიმართ",
- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლანა თოთაძემ.

ლესია უკრაინკა უკრაინელი პოეტი იყო, რომლის ცხოვრებაც, დიდწილად საქართველოსაც უკავშირდება. იგი გარკვეული პერიოდი ქუთაისში, იმ ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელსაც შემდგომში მისი სახელი ეწოდა. ქუთაისში ცხოვრებისას მან რამდენიმე ნაწარმოები შექმნა - "ტყის ზღაპარი", "ქვის ბატონი", "რუფინი და პრისცილა".

უკრაინაში ომის დაწყებიდან შემდეგ, ქუთაისში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
Print