ახალი ამბები
უკრაინაში რუსულ აგრესიას 128 ბავშვი ემსხვერპლა
FaceBook
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 128 ბავშვი დაიღუპა, 172-ზე მეტმა არასრულწლოვანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა კიევში. აქ რუსულ აგრესიას 64 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხარკოვში დაღუპულია 43 ბავშვი, დონეცკში - 43, ჩერნიგოვში - 32, მიკოლაევში - 24, ჟიტომირში - 15, ხერსონში - 15, სუმის რეგიონებში - 14.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 566 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა. დაზიანდა და განადგურდა 230-ზე მეტი სკოლა და 155 საბავშვო ბაღი. სასწავლო დაწესებულებები ყველაზე მეტად დაზიანებულია დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონისა და ჩერნიგოვის რეგიონებსა და ქალაქ კიევში. განადგურდა 40-ზე მეტი ბავშვთა დაწესებულება, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები, ხელოვნების სკოლები, სპორტული ობიექტები და ბიბლიოთეკები.

იმის გათვალისწინებით, რომ დაბომბვის ადგილების დათვალიერება იქ, სადაც აქტიური საომარი მოქმედებებია, ვერ ხერხდება, მონაცემები არ არის საბოლოო.

რუსული ჯარები უკრაინაში ერთი თვის წინ - 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრნენ. უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, ცეცხლს უხსნის მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩებში.



Print