ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიღუპა
FaceBook
კიევში, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს Insider-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა დაიღუპა.

იგი დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში რუსული ჯარების მიერ დაბომბილ შენობებს იღებდა, რა დროსაც ახალი სარაკეტო სროლის ქვეშ მოყვა. მასთან ერთად, კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

15 მარტს, კიევის მახლობლად, სოფელ გორენკასთან, რუსული ჯარების საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლნენ FoxNews-ის ოპერატორი ირლანდიელი პიერ ზაკრევსკი და უკრაინელი ჟურნალისტი ალექსანდრა კუვშიკოვორი.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ექვსი ჟურნალისტია დაღუპული.
Print