ახალი ამბები
ანონიმუსმა რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემები გატეხა
FaceBook
ანონიმური ჰაკერების ჯგუფი იუწყება, რომ მათ მოახერხეს რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემების გატეხვა.

მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჯგუფი უახლოეს 48 საათში გამოაქვეყნებს ბანკის 35 000-ზე მეტ ფაილს, მათ შორის, საიდუმლო ხელშეკრულებების მქონე ფაილებს.
ჰაკერებმა ასევე განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მათი საქმიანობა მიმართული იქნება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ ოპერირებას რუსეთში. ანონიმუსმა უკვე გატეხა საკვებისა და სასმელების გლობალური მწარმოებელი კომპანია "ნესტლეს" მონაცემთა ბაზა. "ნესტლე" ერთ-ერთი იყო, რომელმაც რუსეთის ბაზარი არ დატოვა. 

ვინ არიან ანონიმუსები, ნახეთ აქ.
Print
თეგები: #ანონიმუსი