ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები სამშობლოში ჩამოასვენეს
FaceBook
გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები უკრაინიდან საქართველოში დღეს, გამთენიას ჩამოასვენეს.

რუსეთის საოკუპაციო ჯართან ბრძოლაში გმირულად დაღუპულებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასობით ადამიანი დახვდა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. აეროპორტში მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრების ჩამოსვენების პროცესს მმართველი გუნდიდან არავინ დასწრებია.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 17 მარტს, ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უკვე სამი ქართველი მოკლეს. 19 მარტს, აგრესორი რუსეთის ჯართან ბრძოლაში გარდაიცვალა კიდევ ერთი ქართველი ბახვა ჩიქობავა.

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე არაერთი ქართველი მოხალისე იბრძვის. პარალელურად, ქართველები ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, სთავაზობენ მათ საკვებს და საზღვრამდე ტრანსპორტირებას.


Print