ახალი ამბები
"პირველი იყავით აზიაში, ვინც ზეწოლა მოახდინა რუსეთზე" - ზელენსკის მიმართვა იაპონიას
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი, მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანებისადმი მიმართვის შემდეგ, ონლაინ ჩაერთო იაპონიის პარლამენტს.

მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთზე ზეწოლაში იაპონიის როლზე ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.

"თქვენ პირველი იყავით აზიაში, ვინც რეალურად მოახდინეთ ზეწოლა რუსეთზე მშვიდობის აღსადგენად, მხარი დაუჭირეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ასე. მოვუწოდებ აზიის ქვეყნებს, მნიშვნელოვანია თქვენი პარტნიორების ერთიანი ძალისხმევა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, რაც შეაჩერებს უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის ცუნამს"
, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან იაპონელ ხალხსაც მიმართა და მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.



Print