ახალი ამბები
რუსებმა უკრაინის ტერიტორიის 14% დანაღმეს
FaceBook
უკრაინის გამნაღმველთა ასოციაცია იუწყება, რომ უკრაინაში 82 525 კვ.კმ დანაღმულია.


ეს არის უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1/6, ანუ ქვეყნის მთლიანი ფართობის 14% ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.

საშიშია არა მხოლოდ დონბასი, არამედ, სამხრეთის მიწები - ხერსონის, ზაპოროჟიეს რეგიონები, ასევე კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები - აღნიშნავენ გამნაღმველები.

უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის შეფასებით, განაღმვის მთლიანი სავარაუდო ღირებულება 8 მილიარდ 500 მილიონ ევრომდეა.

უკრაინაში 28 დღეა ომი გრძელდება. რუსი აგრესორები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.

Print