ახალი ამბები
ქუთაისში მამაკაცს ქარის მიერ მოგლეჯილი ხის ტოტი დაეცა
FaceBook
ქუთაისში, ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილი ხის ტოტი მამაკაცს დაეცა.

მომხდარის შედეგად მან დაზიანებები მიიღო და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

"ხის ტოტი დაეცა, მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობას ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის", - განმარტავენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.

მანამდე, ქარმა აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი სასტუმრო "თბილისის" ტერიტორიაზე ხე მოთხარა. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ააიპ "სპეციალურ სერვისებში" ამბობენ, რომ დღეს ხეების წაქცევისა და ტოტების ვარდნის შესახებ რამდენიმე შეტყობინება მიიღეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ქარი 24 მარტამდე გაგრძელდება.
Print