ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხე მოთხარა
FaceBook
ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხე მოთხარა, რის გამოც, აღმაშენებლის გამზირზე მოძარობა შეფერხდა.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე უკვე მუშაობენ ააიპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლები.

სამსახურში განმარტავენ, რომ ქარის გამო, ხეების წაქცევისა და ტოტების ვარდნის შესახებ რამდენიმე შეტყობინება მიიღეს.

"ქარმა ხეები მოთხარა თამარ მეფის, ჯავახიშვილის და ბუკიას ქუჩაზე. ჩვენი ჯგუფი ოპერატიულად გადის და მუშაობს, რათა, წაქცეული ხეების გადატანა დროულად მოხდეს", - ამბობენ "სპეციალურ სერვისებში".

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ქარი 24 მარტამდე გაგრძელდება.
Print