ახალი ამბები
„რუსეთს სურს იცხოვროს ომში“ - მიხაილო პოდოლიაკი
FaceBook
"ეს ომი არის არაადამიანობის წინააღდეგ", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში.

ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, რომელიც ასეთ ომს იწყებს, ვერ იარსებებს 21-ე საუკუნეში.

"სამწუხაროდ, მსოფლიომ ბოლომდე ვერ გაიგო, რომ ეს ომი არ არის ტერიტორიისთვის, არა ვაჭრობისთვის, არც ნავთობის ემბარგოსთვის. ომი არის ბარბაროსობის, ხოცვა-ჟლეტის, არაადამიანურობის წინააღმდეგ, ყველაფერი იმ ამაზრზენის წინააღმდეგ, საითკენაც ითრევს რუსეთის ფედერაცია. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ვერ იარსებებს 21-ე საუკუნეში, რადგან ის არ თამაშობს წესებით და არ სურს მშვიდად ცხოვრება. მას სურს იცხოვროს ომში, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ"
, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

უკრაინაში 27 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. იბომბება ქალაქები და დასახლებული პუნქტები. იღუპება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
Print