ახალი ამბები
დანგრეული ჯებირი ქუთაისის ცენტრში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე (დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ) ბეტონის ჯებირი დანგრეულია.

ტერიტორიაზე გადაადგილება საშიშია.

მერიამ, რომელმაც წლებია დაზიანებული კედლების აღდგენა ვერ შეძლო, დანგრეულ ჯებირებს შორის რკინის კონსტრუქციები ჩადგა, თუმცა, პრობლემა ამით არ მოგვარებულა. ბეტონის კედლები ყოველდღიურად იშლება და საფრთხეს უქმნის ქვეითებს.

"ეს ჯებირი წლებია იშლება და არავინ ჰყავს პატრონი. ხედავთ რა მდგომარეობაა. შეკეთებას აღარ ექვემდებარება, ყოველ ნაბიჯსა და წერტილში ჩანს მერიის დაუდევრობა", - ამბობენ თამარ მეფის ქუჩის მკვიდრები.

თამარ მეფის ქუჩა 

იგეგმება თუ არა ჯებირის გამაგრება, ამაზე მერიამ ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, პასუხი არ გაგვცა.
Print