ახალი ამბები
ქუთაისში საეპარქიო სკოლა იხსნება
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქია ქუთაისში  სკოლას ხსნის.

საეპარქიო სკოლა ყოფილი 27-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსდება, სადაც ამ დროისთვის კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს.

"შენობის ინტერიერი და კედლები დაზიანებულა, გაძარცვულია სველი წერტილები და გათბობის სისტემა, ჩატეხილია მინები. ქუთაის-გაენათის ეპარქიის ძალისხმევით აღდგა დაზიანებული სახურავი, მოეწყო საწვიმარი ღარები და ძაბრები, გარემონტდა 6 სასკოლო ოთახი და დერეფნის ნაწილი, აღდგა ელექტრო გაყვანილობა და მიმდინარეობს სველი წერტილებისა და გათბობის მონტაჟი. სამუშაოები შრომატევადი და ძვირადღირებულია, იმედი გვაქვს ღვთის შეწევნით გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც მოგვეხმარებიან ამ საშვილიშვილო საქმის დასრულებაში",
- აცხადებენ ეპარქიაში.

რაც შეეხება სკოლაში სწავლების პროგრამას, ეპარქიის მოძღვარი მატათა ქარქაშაძე ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ეპარქიას უკვე აქვს ერთი სკოლა წყალტუბოში, სადაც 300 - მდე მოსწავლე ირიცხება.
Print