ახალი ამბები
უკრაინა-რუმინეთის საზღვარი 500-ზე მეტმა ბავშვმა მშობლის გარეშე გადაკვეთა
FaceBook
გაეროს ცნობით, 24 თებერვლიდან 17 მარტამდე პერიოდში, უკრაინიდან რუმინეთში 500-ზე მეტი ბავშვი გადავიდა, რომლებსაც მშობლები თან არ ახლდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ kyivindependent ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მარტო დარჩენილი ბავშვების რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად მეტია. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში დარჩნენ ბავშვები მშობლების გარეშე, უცნობია.

გაეროს ორმა სააგენტომ UNICEF - მა და UNHCR - მა, უკრაინის საზღვრის გასწვრივ, ჩეხეთში, უნგრეთში, მოლდოვაში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში უსაფრთხო სივრცეები მოაწყო. მეზობელ ქვეყნებში დადგეს „ცისფერი წერტილების ცენტრები", რომლებიც წარმოადგენენ „ერთი ფანჯრის უსაფრთხო სივრცეს ბავშვებისთვის და ქალებისთვის". სწორედ ამ სივრცეებში გადაიყვანეს ასობით მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვი.

უკრაინაში ომის გამო, 3 მილიონზე მეტი ადამიანი გახდა ლტოლვილი.

ქვეყანას ყოველდღე 150 000 ადამიანი ტოვებს.

6250 ადამიანი - ყოველ საათში.

104 ადამიანი - ყოველ წუთში.

2 ადამიანი - ყოველ წამში.

უკრაინაში 27 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.


Print