ახალი ამბები
ქუთაისში მანდარიას ქუჩა ერთი თვით გადაიკეტა
FaceBook
ქუთაისში, მანდარიას ქუჩაზე, დღეიდან ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შეცვლილი სვლაგეზით იმოძრავებენ #1 და #3 ავტობუსებიც.

შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

მერიის ინფორმაციით, # 1 ავტობუსის მიმართულებებია: აღმაშენებლის გამზირი, (მობრუნდება ბალახვანის მოედანზე) გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი. #3 ავტობუსი - წითელი ხიდი, რუსთაველის გამზირი, აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ მეორის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა, ახალგაზრდობის გამზირი, რიონჰესის დასახლება.

შეზღუდვა მანდარიას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
Print