ახალი ამბები
ქუთაისში წლის საუკეთესო სპორტსმენად ზვიად პატარიძე დასახელდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ წლის საუკეთესო სპორტსმენად ზვიად პატარიძე დაასახელა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრების წევრი, ზვიად პატარიძე 2015 წელს ქვეყნის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

წლის საუკეთესო მწვრთნელად კი ელგუჯა მარუაშვილი დასახელდა, რომელიც ზვიად პატარიძის მწვრთნელია.

ქუთაისის მერიის მიერ ასევე, წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდა, რომელთა შორის არიან:  ბექა ლომთაძე, ლაშა ფხაკაძე, მერი არაბიძე, ნანა ძაგნიძე, ვახტანგ ახობაძე, ზურაბ ბუცხრიკიძე, ონისე სოსელია, გიორგი მელითაძე, ჯამბულ ქურდიანი, ესტატე გოგლიჩიძე და ამირან ქურდიანი.

საუკეთესო სპორტულ კლუბად რაგბის გუნდი "აიას" "ა" და "ბ" ლიგის გუნდები, ჰოკეის ქალთა გუნდი და ხელბურთელ ვაჟთა გუნდი დასახელდა.
Print