ახალი ამბები
კვების ობიექტებში დასაშვებ პირთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება
FaceBook
კვების ობიექტების მეპატრონეებს, მათ დაწესებულებებში მომხმარებელთა რაოდენობის კონტროლი აღარ მოუწევთ.

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. უქმდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაშვებ პირთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა. გადაწყვეტილება ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა. რაოდენობრივი შეზღუდვა ასევე იხსნება სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის, სოციალურზე.

"რომ შევაჯამოთ, ყველა რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, იხსნება",
- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვა ეტაპობრივად წესდებოდა და უქმდებოდა.
Print