ახალი ამბები
სუმში 300-მდე რუსმა ჯარისკაცმა ბრძოლაზე უარი თქვა
FaceBook
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სულ უფრო ხშირია ფაქტები, როცა რუსი ოკუპანტები უარს ამბობენ ბრძანებების შესრულებაზე და ტექნიკას ტოვებენ.

"დაუმორჩილებლობის ფაქტები ამჯერად სუმის რაიონში, ახტირკასთან დაფიქსირდა. აქ 300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა ბრძოლაზე და 70 ტექნიკასთან ერთად ტერიტორია დატოვა", - აცხადებენ შტაბში.

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. 27 დღეა უკრაინის ჯარი რუსი ოკუპანტების თავდასხმებს იგერიებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, ცეცხლს უხსნის მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩებში.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
Print