ახალი ამბები
"პუტინი კედელთან არის მიყენებული" - ჯო ბაიდენი
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ პუტინის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ იგი კედელთან არის მიყენებული და რაც უფრო ახლოს მივა კედელთან, უფრო სახიფათო იქნება იგი.

ბაიდენი უკრაინაში რუსეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოყენებაზე საუბრობს. ქვეყნის პირველი პირი განიხილავს ოკუპანტის მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობასაც.

"მას უკვე გამოუყენებია ქიმიური იარაღი წარსულში და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს. მან იცის, რომ იქნება სერიოზული შედეგები ნატო-ს ერთიანი ფრონტის გამო, თუმცა საქმე იმაშია, რომ ეს რეალურია. მინდა თქვენთან ძალიან მოკლედ აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის ყველაზე დიდი ალბათობით გამოიყენებს, არის კიბერთავდასხმები. მათ ძალიან განვითარებული კიბერშესაძლებლობები აქვთ. დღეს ჩემმა ადმინისტრაციამ გამოსცა განახლებული გაფრთხილება, რომელიც სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება, რომ რუსეთი შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ კიბერთავდასხმებს გეგმავდეს"
, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რუსეთის განცხადებები, თითქოს ამერიკას ევროპაში ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი გააჩნია.
Print
თეგები: #ჯო ბაიდენი