ახალი ამბები
„დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან" - პრემიერის დაგვიანებული სამძიმარი გარდაცვლილი ქართველების ოჯახებს
FaceBook
ჟურნალისტების შეკითხვაზე - რატომ არ გამოუცხადა სამძიმარი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ ამის შესაძლებლობა ახლა მიეცა. მან, ასევე თქვა, რომ ამ საკითხით სპეკულირება არასწორია.

"დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე პოზიცია. ამ ბიჭების სიკვდილით ნუ დაიწყებთ სპეკულირებას. ეს იწვევს შუღლს და დაპირისპირებას საზოგადოებაში, საზოგადოების ემოციებითა და გრძნობებით მანიპულირება არასწორია. როგორც საჭიროა, ისე დავაფასოთ თითოეული გარდაცვლილი", - თქვა ღარიბაშვილმა.

მარნეულში, ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულზე, ჟურნალისტებმა გარდაცვლილი მეომრებისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭებაზეც ჰკითხეს, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა განიხილონ.

უკრაინაში 26 დღეა ომი მიმდინარეობს. რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის მხარდამხარ იბრძვიან ქართველი მებრძოლებიც. ოთხი დღის წინ საბრძოლო მოქმედებებისას სამი ქართველი მეომარი დაიღუპა.
Print