ახალი ამბები
„პროდუქციის მომარაგების კუთხით ყველაფერი წესრიგშია“ - სოფლის მეურნეობის მინისტრი
FaceBook
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამბობს, რომ ქვეყანაში პროდუქტების მომარაგების კუთხით, პრობლემა არ არის.

მინისტრმა მთავრობის სხდომაზე იმ მარაგებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანას აქვს. მისი თქმით, რიგი პროდუქტების დეფიციტი მოსახლეობის მხრიდან შესყიდვების გაზრდამ გამოიწვია.

"მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვა მარაგების კუთხით. ქვეყანაში შეფერხების გარეშე შემოდის შაქარი და სხვა პროდუქტები. არც ხორბალთან მიმართებაში ველოდებით შეფერხებებს. არსებობს ქვეყანაში ხორბლის მარაგი. პროდუქციის მომარაგების კუთხით, ყველაფერი წესრიგშია"
, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა მანამდე სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ორ პროექტზე ისაუბრა, რომლებმაც სასოფლო წარმოების ზრდას უნდა შეუწყონ ხელი.

პროექტების თანახმად, ფერმერებს საშუალება ექნებათ აიღონ შეღავათიანი აგროსესხები და შეღავათიანი სესხები განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის კუთხითაც.

უკრაინაში 26-ე დღეა ომი მიმდინარეობს. უკრაინა ბევრი პროდუქტის მსხვილი მომწოდებელია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
Print