ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის დანაკარგები ომის 26-ე დღეს
FaceBook
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, რუსეთის ჯარმა 15 000 -მდე ადამიანი დაკარგა.


განადგურებულია მოწინააღმდეგის შედეგი ტექნიკა:

ტანკი – 498
ჯავშანტექნიკა – 1535
საარტილერიო სისტემები – 240
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – 72
საზენიტო საბრძოლო სისტემები – 44
თვითმფრინავი – 95
ვერტმფრენები – 115
სატრანსპორტო საშუალებები – 914
გემები / ნავები – 3
საწვავის ავზები – 60
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17
სპეციალური აღჭურვილობა – 11

ინფორმაციას უკრაინული მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში განადგურებულია:

ტანკი და ჯავშანმანქანა - 472
ზალპური ცეცხლის სისტემა - 62
სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი - 1502
მართვის პუნქტი - 51
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი - 38
რადიოლოკაციური სადგური - 51

მხარეები თავიანთი ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.


უკრაინაში 26-ე დღეა ომია. ამ ხნის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა არ დაინდეს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, ქალები და ორსულები. რუსეთის აგრესიას 100-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა. გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა 3 389 044-მა უკრაინელმა დატოვა, მათი 90% ქალი და ბავშვია.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილად, 2 მილიონამდე კი დევნილად იქცა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული ოლქების: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება. პუტინმა რუსეთის ქმედებებს "სპეციალური ოპერაცია" უწოდა, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს უკრაინის დემილიტარიზაციას და საშიში ნაციონალისტებისგან მის "გაწმენდას".
Print