ახალი ამბები
"ოკუპანტებმა ყველაზე სასტიკი იარაღი, პარაშუტით გაშვებული ჭურვები გამოიყენეს - უკრაინის შსს
FaceBook
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, კიევში, ოკუპანტების მიერ უახლესი, ყველაზე სასტიკი იარაღი იქნა გამოყენებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშჩენკოს თქმით, აგრესორი ქვეყნის ჯარმა ეს იარაღი პირველად გამოიყენა.

"ეს ფაქტი პირველად დაფიქსირდა. რუსები იყენებენ ყველაზე სასტიკ იარაღს",
- განაცხადა ანტონ გერაშჩენკომ. მისი თქმით, რუსეთის ყველა დანაშაული გამოძიებული იქნება.

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. 26 დღეა უკრაინის ჯარი რუსი ოკუპანტების თავდასხმებს იგერიებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, ცეცხლს უხსნის მშვიდობიან მოქალაქეებს ქუჩებში. გუშინ, რუსულმა ჯარმა ალყაში მოქცეულ მარიუპოლს დანებება მოსთხოვა და იარაღის დაყრის შემთხვევაში, უკრაინელ ჯარისკაცებს ჰუმანიტარულ დერეფანს დაჰპირდა. მარიუპოლი დანებებას არ აპირებს და ბრძოლას აგრძელებს.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
Print