ახალი ამბები
ჩერნიგოვში მასწავლებელმა ბავშვთა სახლის 30 ბავშვი გადაარჩინა
FaceBook
ქალაქ ჩერნიგოვის (ჩერნიჰივის) ბავშვთა სახლის მასწავლებელმა ნატალია პესოტსკაიამ 30 ბავშვი იხსნა.

ინფორმაციას ტელეგრამ არხი NEXTA Live ავრცელებს.

მასწავლებელი ბავშვებთან ერთად, სარდაფში, თითქმის ერთი თვე ცხოვრობდა.

ტელეგრამ წყაროს ინფორმაციით, ნატალია პესოტსკაია მარტო უვლიდა 30 ბავშვს, კვებავდა და ზრუნავდა მათზე.

„ყველამ უარი თქვა, რადგან, რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა. ბავშვები ევედრებოდნენ არ დაეტოვებინა ისინი და არ წასულიყო სახლში. ნატალია ივანოვნამ წაიყვანა ბავშვები და მათთან ერთად ცხოვრობდა, კვებავდა და უვლიდა. ყველაზე უმცროსი 3 წლის და ხუთი თვის ბიჭია", - ამბობს სედნევსკაიას გიმნაზიის დირექტორი ტატიანა იასოჩკო.

ნატალია პესოცკაიამ ბავშვების ივანო-ფრანკოვსკში წაყვანაც მოახერხა, მაშინ, როცა ჩერნიგოვიდან არც ერთი ოფიციალური ჰუმანიტარული დერეფანი არ არსებობდა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 115 ბავშვი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა.


Print