ახალი ამბები
უკრაინაში დაბომბილი ქიმიური საწარმოდან გაჟონილი ამიაკის საფრთხე განეიტრალებულია
FaceBook
"ამიაკის ღრუბლის განეიტრალებითი სამუშაოები წარმატებით დასრულდა" - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება.

უწყების ცნობით, დაზიანებული მილსადენი, საიდანაც ამიაკმა გაჟონა, უკვე შეკეთებულია.

ქალაქ სუმში არსებული ქიმიური საწარმოდან მომწამვლელმა ნივთიერება ამიაკმა დღეს, გამთენიას გაჟონა. რუსმა ოკუპანტებმა "სუმქიმპრომის" ტერიტორია დაბომბეს, რა დროსაც დაზიანდა მილი. შედეგად, ამიაკი ხუთი კილომეტრის რადიუსში გავრცელდა და შეიქმნა მოსახლეობის მოწამვლის საფრთხე.

უკრაინის სახელმწიფომ მალევე გაავრცელა საგანგებო ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაეცვათ თავი მოქალაქეებს.

უწყების ცნობით, ქალაქის მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

უკრაინაში 26-ე დღეა ომი მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაცია სუვერენულ უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.

Print