ახალი ამბები
"თავისუფლების დასასრული უკრაინაში, მოასწავებს იგივეს საქართველოსა და მოლდოვაში"
FaceBook
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, უკრაინაში ომის პუტინის სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, იმ მძიმე შედეგებზე საუბრობს, რაც საქართველოსა და მოლდოვისთვის დადგება.

კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე ჯონსონმა თქვა, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი ბალტიიდან შავ ზღვამდე.

"პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე, თუ შეჭრა მისი გზით გაგრძელდება, თავისუფლების დასასრული უკრაინაში მოასწავებს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას საქართველოში და შემდეგ მოლდოვაში, ეს იქნება დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე",
– განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, რუსეთმა ეს ომი სწორედ იმიტომ წამოიწყო, რომ მის მეზობლად თავისუფალი და დემოკრატიული ერების არსებობა აშინებს.




Print