ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
FaceBook
უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა დაიღუპა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

18 მარტს, უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები - გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ.

მარიუპოლი დღემდე ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება.

უკრაინაში 24 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
Print