ახალი ამბები
"ნაძვის ხე რატომ უნდა გამოვცვალოთ, როცა გაწყობა არის" - ქუთაისში ნაძვის ხე გაანათეს
FaceBook
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც 19:00 საათზე უნდა განათებულიყო, 20:30 საათზე გაანათეს.
19 საათზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მთავარ ნაძვის ჯერ კიდევ აწყობდნენ. ნაძვის ხის გაწყობაში ჩართული იყო ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი, რომელმაც მოსახლეობას ხელების დაკაპიწებისკენ მოუწოდა.



ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ნახევარი საათის დაგვიანებით, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ აანთო.

"ჩემი აზრით საკმაოდ ლამაზი გამოვიდა.  ბოლო წუთამდე იწყობოდა ნაძვის ხე. ჩემი აზრით ქალაქის გაფორმება იმ შესაძლებლობით რაც ჩვენ გაგვაჩნდა, შევძელით.  მე მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს ქალაქში. ნამდვილად არ იყო საჭირო მისი გამოცვლა. ნაძვის ხე ძალიან კარგი გვაქვს, მთავარი არის განწყობა.

ნაძვის ხე რატომ უნდა გამოვცვალოთ, როცა გაწყობა არის", - განმარტა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.

ნაძვის ხის განათებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქუთაისის მერიამ განმარტება გააკეთა თუ რატომ თქვეს უარი ახალი ნაძვის ხის შეძენაზე.
Print