ახალი ამბები
Bosch-ი, რომლის ნაწილებსაც ოკუპანტები შეიარაღებაში იყენებდნენ, რუსეთიდან გადის
FaceBook
Robert Bosch GmbH რუსულ ბაზარს ტოვებს.

მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთი ბოშის ნაწილებს სამხედრო აღჭურვილობაში იყენებდა.

"Bosch-ის ნაწილების გამოყენება „არასამოქალაქო“ მიზნებისთვის ეწინააღმდეგება მის პოლიტიკას",
- აცხადებენ კომპანიაში.

Bosch-მა გამოაცხადა წარმოების სრული შეწყვეტა რუსულ ქარხნებში, მათ შორის, სანკტ-პეტერბურგის საყოფაცხოვრებო საქონლის ქარხანაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთიდან ასობით კომპანია გავიდა.
Print