ახალი ამბები
გაეროს გენერალური მდივანი მასობრივ შიმშილს წინასწარმეტყველებს
FaceBook
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, უკრაინაში ომის გამო, მასობრივ შიმშილს და მსოფლიო კვების სისტემის კოლაფსს წინასწარმეტყველებს.

გაეროს გენერალური მდივანი ამის შესახებ ტვიტერზე წერს.


მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ანადგურებს პროდუქტების მიწოდების ქსელებს, შესაბამისად, მკვეთრად იზრდება ფასები საწვავზე, საკვებსა და ტრანსპორტზე.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მასობრივი შიმშილი და გლობალური კვების სისტემის კოლაფსი", - თქვა ანტონიო გუტიერესმა.

უკრაინაში 23 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

Print