ახალი ამბები
კორონავირუსის 19 მარტის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 855 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 13 პაციენტი.


ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 383 შემთხვევა, აჭარაში - 34, იმერეთში - 136, ქვემო ქართლში - 29, შიდა ქართლში - 67, გურიაში - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 70, კახეთში - 55, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 641 399 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 596 779, გარდაიცვალა 16 643 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print