ახალი ამბები
"რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რამდენიმე თაობაც არ ეყოფა წამოდგომისთვის“
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ომის დასრულებისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს.

მორიგ ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ რუსეთს ახლა ერთადერთი შანსი აქვს, რომ მისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი შეამციროს და ეს არის მოლაპარაკება.

"ასეთია ომის ფასი. ომის დასრულებაა საჭირო. უკრაინის წინადადებები მაგიდაზეა. შეხვედრის დროა. საუბრის დროა. დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი წამოდგომისთვის"
, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომის დაწყების დღიდან 14 000 რუსი ჯარისკაცია დაღუპული, ხოლო ათობით ათასი დაშავდა.

უკრაინაში 24 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

რუსები აგრძელებენ ქალაქების, დასახლებული ადგილების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას.

Print