ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს საქართველოს მთავრობა გადმოასვენებს
FaceBook
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრების სამშობლოში გადმოსვენებას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.


ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, უწყებამ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი უკრაინაში 18 მარტის ღამეს დაიღუპნენ. გარდაცვლილები ქალაქ ირპენთან, საარტილერიო შეტაკებებში მონაწილეობდნენ. ისინი საარტილერიო დარტყმებს ემსხვერპლნენ. ორივე მებრძოლის ცხედარი ფრონტის ხაზიდან უკვე გადმოსვენებულია.

უკრაინაში 24 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
Print