ახალი ამბები
ორმოში ქალბატონი ჩავარდა და ძლივს ამოვიყვანეთ -ზესტაფონის სოფლის მოსახლეობის პრეტენზია "სოკარს"
FaceBook
ზესატონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის მცხოვრებლები "სოკარს" ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოების მიტოვებაში ადანაშაულებენ.


ამის შესახებ სოფლის მკვიდრებმა "ქუთაისიპოსტს" მიმართეს.
"ძალიან ღრმა ორმოები ამოთხარეს და მილები ჩადეს. ამის შემდეგ არ გამოჩენილან. ორმოები ამოთხრილია საცხოვრებელი სახლის წინ. გადაადგილება ჭირს. გარდა ამისა, პირუტყვებსაც საძოვრებზე ვერ ვუშვებთ. ორმოში ერთი ქალბატონი ჩავარდა და ძლის ამოვიყვანეთ", - აცხადებენ მეორე სვირის მცხოვრებლები.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს. სხვადასხვა სოფლებში სხვადსხვა ორგანიზაციაა პასუხისმგებელი.

"მეორე სვირში "სოკარი" არის პასუხისმგებელი ამ საკითხზე. მოსახლეობის პერეტნზიები კი მართალი გითხრათ ჩემამდე არ მოსულა. ამის შემდეგ დავინტერესდები ამ საკითხით", - ამბობს ტარიელ თუთარაშვილი.

სოფელ მეორე სვირში ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწო და გაზაფხულზე დასრულდება. სამუშაოებს კომპანია "არქმშენ სერვისი" ახორცილებს.

კომპანიის წარმომადგენლის კახა კანდელაკის თქმით, სამუშაოები მიტოვებული არ არის.

"არანაირად არ არის მიტოვებული სამუშოები. მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც პრეტენზია გამოეთქვა, არც ორმოში ჩავარდნილი ადამიანი გვინახავს. მინდა გითხრათ, რომ ეს არის სამუშაო პროცესი და ორმოების ამოთხრა აუცილებელია. თუმცა, უსაფრთხოებისთვის ორმოები დახურილია", - ირწმუნება კახა კანდელაკი. მისივე თქმით, ახალი წლისთვის ყველა ორმო დაიხურება.

Print