ახალი ამბები
,,კონსულტაციებზეა, თუმცა, ფიზიკურად საქართველოშია'' - უკრაინის საელჩო გაწვეულ ელჩზე
FaceBook
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ საქართველოდან ორი კვირის წინ გაწვეული ელჩი იგორ დოლგოვი, უკრაინის მთავრობასთან კვლავ კონსულტაციებს გადის.


მისი თქმით, დოლგოვი კონსულტაციების დასრულების შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

,,ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა, ის ისევ გაწვეულია კონსულტაციებზე. როცა მორჩება კონსულტაციები, შევატყობინებთ საქართველოს მთავრობას და ელჩიც შეუდგება მისი მოვალეობის შესრულებას''
,- განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვს ჟურნალისტებმა პარტია ,,ლელოს'' ინიციატივაზეც ჰკითხეს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვას გულისხმობდა, თუმცა, კასიანოვმა თქვა, რომ საელჩო არ არის უფლებამოსილი ამ საკითხზე ისაუბროს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი პირველ მარტს გაიწვია.
Print
თეგები: #უკრაინა