ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი ირპენთან შეტაკებებში იბრძოდა
FaceBook
18 მარტს, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი.

გარდაცვლილები ქალაქ ირპენთან, საარტილერიო შეტაკებებში მონაწილეობდნენ. გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საარტილერიო დარტყმებს ემსხვერპლნენ. რუსული ჯარის მიერ უწყვეტი ცეცხლის გამო, უკანდახევის დროს, მათი ცხედრების გამოყვანა ვერ მოხერხდა.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლველად არაერთი ქართველი გაემგზავრა. მოხალისეები რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე იბრძვიან. უკრაინაში იბრძვის "ქართველთა ლეგიონიც". პარალელურად, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, არაერთი ქართველი ჩავიდა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, სადაც რუსეთის აგრესიას გამოქცეულ უკრაინელებს საკვებით ეხმარებიან და საზღვრამდე ტრანსპორტირებას სთავაზობენ.

უკრაინაში 23 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

Print