ახალი ამბები
"ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შეიცავს უკრაინისთვის იარაღს, რუსეთის სამიზნე გახდება" - ლავროვი
FaceBook
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ ტელეარხ RT-სთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი აღარ ენდობა დასავლეთს.

მან უკრაინაში რუსეთის შეჭრას კვლავ "სამხედრო ოპერაცია" უწოდა და თქვა, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც უკრაინისთვის იარაღს შეიცავს, რუსეთის სამიზნე გახდება.

"ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შეიცავს უკრაინისთვის იარაღს, რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე გახდება. ილუზია, რომ რუსეთს შეუძლია დაეყრდნოს დასავლელ პარტნიორებს, ახლა მთლიანად განადგურებულია"
, - თქვა ლავროვმა.

მან ასევე ისაუბრა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე და თქვა, რომ რუსეთი ამას შეჩვეულია.

"რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 5 ათასზე მეტი ინდივიდუალური სანქცია დაწესდა, ეს რეკორდია. რუსეთზე სანქციების ზეწოლა გაგრძელდება, მაგრამ რუსეთი ამას შეჩვეულია. ჩვენი რეაქცია დასავლეთის სანქციებზე, რუსეთის ეკონომიკური კურსის ცვლილების მხოლოდ დასაწყისია", - განაცხადა ლავროვმა ინტერვიუს დროს.

მან გაეროს უშიშროების საბჭოში, უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობის საკითხის განხილვა მოითხოვა.
Print