ახალი ამბები
მარიუპოლის თეატრიდან 130 ადამიანი გამოიყვანეს
FaceBook
რუსეთის მიერ დაბომბილი მარიუპოლის თეატრიდან 130 ადამიანი გამოიყვანეს.


ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას თქმით, შენობის სარდაფში ამ დროისთვის 1 300-მდე ადამიანი რჩება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარიუპოლი და ხერსონი ალყაშია ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცების მიერ.

17 მარტს, გამთენიისას, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე, სადაც ათასზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს.


უკრაინაში 23 დღეა ომია. რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. განუწყვეტლივ იბომბება უკრაინის ქალაქები და სოფლები. თუმცა, რუსმა აგრესორებმა ვერც ერთი ქალაქის და საკვანძო ობიექტის აღება ვერ მოახერხეს.
Print
თეგები: #მარიუპოლი