ახალი ამბები
უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები შვიდი მიმართულებით იხსნება
FaceBook
უკრაინაში დღეს ჰუმანიტარული დერეფნები შვიდი მიმართულებით გაიხსნება.


ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, მოძრაობა დასაშვებია კერძო მანქანებითაც. ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება ხარკოვის, ბალაქლეასა და იზუმსში.

ჰუმანიტარული დერეფნები იხსნება შემდეგი მიმართულებებით:

1. მარიუპოლი-მანგუში -ტოკმაკი -ვასილიევკა -კამიენსკიე - ზაპოროჟიე;

2. ტროსტიანეცი -სუმი -გოლუბივკა -ვილშანა -ნედრიგაილივი -კოროვინცი -რომნი -ანდრიაშივკა -ლოხვიცია -ლუბნი -პალტავა;

3. ველიკა პისარივკა -ოხტირკა -ხუხრა -კოტელვა -პოლტავა;

4. კრასნოპილია -ვერხნიავინა -სიროვატკა -სუმი -გოლუბივკა - ვილშანა - ნედრიგაილოვი -კორონვინცი - რომნი -ანდრიაშივკა -ლოხვიცია -ლუბნი - პოლტავა;

5. სუმი -გოლუბივა - ვილშინა -ნედრიგაილოვი -კოროვინცი - რომნი -ანდრიაშივკა - ლუბნი - პოლტავა;

6. ლებედინი - შტეპივკა -ნედრიგაილოვი -კოროვინცი - რომნი -ანდრიაშივკა -ლოხვიცია - ლუბნი - პოლტავა;

7. კონოტოპი - შევჩენკოვე - ხმელივი - რომნოი -ანდრიაშივკა - ლოხვიცია - ლუბნი - პოლტავა;

უკრაინაში 23 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.


Print
თეგები: #ვერეშჩუკი