ახალი ამბები
ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
FaceBook
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს, რომელიც ფრონტის ხაზზე იმყოფება.

"ორით ნაკლები ქართველი
" - დაწერა მან სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. 

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლველად არაერთი ქართველი გაემგზავრა. მოხალისეები რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე იბრძვიან. უკრაინაში იბრძვის "ქართველთა ლეგიონიც". პარალელურად, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, არაერთი ქართველი ჩავიდა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, სადაც რუსეთის აგრესიას გამოქცეულ უკრაინელებს საკვებით ეხმარებიან და საზღვრამდე ტრანსპორტირებას სთავაზობენ.

უკრაინაში 23 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
Print