ახალი ამბები
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ომის საწინააღმდეგო კოალიცია" - ზელენსკი
FaceBook
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ, ტვიტერზე დაწერა, რომ ომის საწინააღმდეგო კოალიცია უნდა გაძლიერდეს.


"გრძელდება დიალოგი, ჩვენ განვიხილეთ უკრაინელების მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. აქცენტი გაკეთდა მშვიდობიანი დიალოგის გაგრძელებაზე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ომის საწინააღმდეგო კოალიცია", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი კონგრესისთვის მიმართვის დროს ახალი ალიანსის U24-ის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან კონგრესმენებს უთხრა, რომ საჭიროა ახალი კავშირი, პასუხისმგებლიანი ერებისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეჩერდეს ომი უკრაინაში.

უკრაინაში 23 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
Print