ახალი ამბები
რა ხდება ომის 23-ე დღეს უკრაინაში
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, ძალადობენ მშვიდობიან მოსახლეობაზე.

კიევში ამ დროისთვის ყველაზე ცხელი წერტილებია: ბუჩა,ირპინი, ვორზელი, გოსტომელი, მაკარივი, ბოროდიანკა, ჟიტომირის გზატკეცილი, ბროვარი და ვოშიროდის რაიონი. აფეთქებები იყო ლუგანსკში, ხერსონში,სევეროდონეცკში, რებეჟნოეში, დონეცკში. საჰაერო დარტყმები განხორციელდა მიკოლაევში, ვოზნესენკაში და სნიჰურივკაში. რუსების მიერ ამ დრომდე ოკუპირებულია ხერსონი და მარიუპოლი. ოკუპანტებმა ხერსონში ახალი ბლოკპოსტი მოაწყვეს. ბრძოლები გრძელდება იზუმში, დერგაჩივში, ჩუგუივში.

რუსმა ჯარისკაცებმა გამთენიისას იერიში მიიტანეს ლვოვზე, დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

,,ოკუპანტები ჭურვებს სახლებს შორის ათავსებენ, აშინებენ და ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს, ხალხს საჭმელს ართმევენ, უმტვრევენ ტელეფონებს და დასცინიან მათ მდგომარეობას'', - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხარკოვში მაშველები ამ დრომდე ცდილობენ, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას. უწყების თქმით, დაღუპულია ერთი მეხანძრე.

ქვეყნის უმეტეს რეგიონში ელექტროენერგია, წყალი და გაზი არ არის, შეზღუდულია სატელეფონო კომუნიკაცია.
Print
თეგები: #უკრაინა