ახალი ამბები
36 ევროპელი დეპუტატი ზელენსკის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს
FaceBook
ევროპელი პარლამენტარები​ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას მოითხოვენ.

მათ ერთობლივი წერილიც გაავრცელეს, სადაც წერია, რომ მსოფლიო არის უკრაინელი ხალხის გმირობის მოწმე, ამიტომ ახლა არის დრო აჩვენონ, რომ ისინი მათ მხარეს არიან. დეპუტატები ზელენსკისთან ერთად, ნობელის პრემიის მინიჭებას უკრაინელი ხალხისთვისაც მოითხოვენ.

"ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცისა, რომელიც უძლებს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ ამ ომს. მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები იბრძვიან დემოკრატიისა და თვითმმართველობის შესანარჩუნებლად. უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიდან დაწყებული, თვალცრემლიანი მამაკაცით დამთავრებული, რომელიც ემშვიდობება ოჯახს, რათა იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის, ხალხი მთელ უკრაინაში ავტორიტარიზმის ძალებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღდგა. მიგვაჩნია, რომ ახლა არის დრო, ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მსოფლიო მათ მხარესაა",
– წერია წერილში, რომელსაც 36 დეპუტატი აწერს ხელს.

დეპუტატები მიმართავენ ნობელის კომიტეტს, 31 მარტამდე ლაურეატობის კანდიდატთა სია განაახლონ და მასში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, უკრაინელი ხალხიც შეიყვანონ.
Print