ახალი ამბები
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტი იყოფა
FaceBook
იმერეთისა, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო დეპარტამენტი იყოფა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, იმერეთის დეპარტამენტი ცალკე იქნება, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი კი ერთად.

"რეფორმის ფარგლებში იგეგმება რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც 2005 წელს გაუქმდა. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პარალელურად, გაიზარდა ტურისტული ნაკადები, შესაბამისად, საჭირო გახდა დეპარტამენტის ცალკე გამოყოფა",
- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ფუნქციონირებს.

დეპარტამენტის გაყოფაზე გომელაურმა ,,მინისტრის საათის'' ფორმატში პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა. მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო საზღვრის დაცულობასთან დაკავშირებით და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე. გომელაურმა თქვა, რომ საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია და ყველაფერი კეთდება ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად




Print