ახალი ამბები
2 400 მოკლული და ორი ძმათა სასაფლაო - რა ხდება მარიუპოლში
FaceBook
მარიუპოლი, რუსული ჯარის მიერ 13 დღიანი ალყის შემდეგ, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

მარიუპოლის მერის მოადგილის სერგეი ორლოვის ინფორმაციით, ქალაქში ერთი შენობაც აღარაა დარჩენილი, რომელიც არ დაზიანებულა. ქალაქს არ მიეწოდება წყალი, გაზი და ელექტროენერგია, არ არის პროდუქტები და მედიკამენტები. რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლულია 2 400-ზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილებს ძმათა სასაფლაოებში კრძალავენ. მარიუპოლში ორი საერთო სასაფლაოა მოწყობილი. რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.

,,13 დღეა მარიუპოლი ელექტროენერგიის, გაზის და წყლის გარეშეა, ადამიანები აქ გუბეებიდან სვამენ წყალს, ღამით - 5 გრადუსია ტემპერატურა, ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია. მზად ვართ ყოველდღიურად 3 000 ადამიანის ევაკუაცია მოვახდინოთ, მაგრამ ჰუმანიტარულ დერეფანს ოკუპანტები ჩვენამდე არ უშვებენ. ქალაქში არ არის მედიკამენტები და პროდუქტები, სრული უიმედობაა'',
- ამბობს ორლოვი.


მარიუპოლი დღეს

მარიუპოლი უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი პორტია აზოვის ზღვაზე. გარდა ამისა, ქალაქის აღებით რუსეთი მიიღებს სახმელეთო დერეფანს ანექსირებული ყირიმისკენ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც, ოკუპანტებმა ქალაქი იზოლაციაში მოაქციეს.

Print
თეგები: #მარიუპოლი