ახალი ამბები
,,საქართველო, სტალინის სუვენირებით გინდა ევროკავშირში გაწევრიანება"? - ევროპარლამენტარი
FaceBook
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საკუთარ Twitter-ის გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და საქართველოს მიმართავს.

რასა იუკნევიჩიანე წერს, რომ ფოტო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ მაღაზიაშია გადაღებული.

"საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გინდა სტალინის ამ სუვენირებით? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი უკრაინაში ახლა აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია",
- წერს ევროპარლამენტარი.


Print