ახალი ამბები
გომელაური ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, უმეტესად მესამე ქვეყნებიდან შემოდიან
FaceBook
საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი, წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით ნაკლებია.

"საზღვარზე საუბრისას, მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი, ძირითადად, ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 %-ით ნაკლებია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტების მატება ფიქსირდება მესამე ქვეყნებიდან, რაც სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვამ განაპირობა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ძირითადად, ეთნიკურად ჩრდილოეთ კავკასიელები, თურქეთის რესპუბლიკიდან სარფის გამტარი პუნქტის გავლით შემოდიან საქართველოში და ტრანზიტულად ბრუნდებიან რუსეთში, დარიალის გავლით", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ამ განცხადებით "დაამშვიდა" ის მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ ბოლო დროს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების აქტიური შემოსვლა, შესაძლოა, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყოს.

Print