ახალი ამბები
დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა
FaceBook
პოლონეთის პრემიერი კიევის შემდეგ საქართველოში ჩამოდის.

დღეს, 17 მარტს მატეუშ მორავიეცკი ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, სადაც განიხილავენ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მატეუშ მორავიეცკი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრებს. ასევე, პრემიერები განიხილავენ ეკონომიკური სანქციების გავლენას იმ ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ისინი ბათუმის ახალ ბულვარში გახსნიან პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძეგლს.

პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავიეცი კიევში ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერებთან ერთად ჩაფრინდა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა.
Print